ევროკომისიამ პოლონეთს მხარი დაუჭირა და პუტინის მიერ ისტორიის გადაწერის მცდელობა დაგმო - ევროკომისარმა ვერა ჟუროვამ რუსეთი მეორე მსოფლიო ომის ისტორიის დამახინჯებასა და პოლონეთის როგორც დამნაშავე მხარის წარმოჩინებაში დაადანაშაულა.
ერთი თვის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პოლონეთი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშროლობაში დაადანაშაულა და პოლონეთის ელჩს ნაცისტურ გერმანიაში "ანტისემიტი ღორი" უწოდა. ხოლო გუშინ კი კრემლის ლიდერმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი არქივი შეიქმნება, რომლის მეშვეობითაც მოსკოვი მსოფლიოს "სიმართლეს დაუმტკიცებს".