30 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
გამოკითხულთა უმრავლესობა ლიდერებიდან ყველაზე დადებითად კახა კალაძის საქმიანობას აფასებს - NDI

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ლიდერებიდან ყველაზე დადებითად დედაქალაქის მერის კახა კალაძის საქმიანობას აფასებს.

უფრო ზუსტად, გამოკითხულ რესპოდენტთა 31% კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 13% - ძალიან კარგად, 32% - საშუალოდ, 16% - ცუდად, 6% - ძალიან ცუდად, 1%-მა კი კითხვაზე არ უპასუხა.

კვლევის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 4% აფასებს, კარგად - 17%, საშუალოდ - 34%, ცუდად - 24%, ძალიან ცუდად - 10%, 10%-მა კი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 12% - კარგად, 30% - საშუალოდ, 25% - ცუდად, 11% - ძალიან ცუდად, 20%-მა კითხვას პასუხი არ გასცა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეიტიგს, მის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, კარგად 8%, საშუალოდ 31%, ცუდად - 34%, ძალიან ცუდად - 20%, 6%-მა კითხვაზე არ უპასუხა.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა.

 

დღის ამბები