30 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს - NDI

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, ინსტიტუტებს შორის ყველაზე ცუდად პარლამენტის საქმიანობას აფასებს. უფრო ზუსტად კი, პარლამენტის მუშაობა გამოკითხულ რესპოდენტთა 40%-მა უარყოფითად შეაფასა.

კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 1 % აფასებს. კარგად - 8%, საშუალოდ - 27 %, ძალიან ცუდად 17%.

გარდა ამისა, მოსახლეობა ძალიან ცუდად აფასებს სასამართლოს მუშაობასაც. კერძოდ კი, გამოკითხულთა 31%.  რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს, 14% სასამართლოს მუშაობას ძალიან ცუდად აფასებს. 29% - საშუალოდ, 9% კარგად და 1% კი - ძალიან კარგად.

პოლიციის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 15%- ცუდად, 35%-საშუალოდ, 37%-კარგად, 6%-ძალიან კარგად, 4%- ძალიან ცუდად აფასებს.

მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 10% - ცუდად აფასებს, 2%-ძალიან ცუდად, 37%-კარგად, 13-%-ძალიან კარგად, 12%-მა კი კითხვაზე პასუხისგან უარი განაცხადა.

გამოკითხული მოსახლეობის 9% ცუდად აფასებს საქართველოს ჯარის საქმიანობას. 2%-ძალიან ცუდად, 44%-კარგად, 8%-ძალიან კარგად, ხოლო 31 % - საშუალოდ.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა.

დღის ამბები