30 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
დეკანოზ მამალაძის გასათავისუფლებლად "ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრმა" ალტერნატიული გზა მონახა

EMC-ს ადვოკატი იმ მთავარ მტკიცებულებაზე საუბრობს, რომლითაც ორგანიზაცია სასამართლოში იხელმძღვანელებს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქალაქო სასამართლოში მამა გიორგი მამალაძის პატიმრობის გადავადების შუამდგომლობას ამზადებს.

თუ საქალაქო სასამართლო მესამე სექტორის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მამალაძე საპატიმროს ერთი წლის ვადით დატოვებს და მკურნალობის კურსს ჩაიტარებს.

ჯანმრთელობის მდგომარების გაუმჯობესების შემდეგ კი საპატიმროს დაუბრუნდება-ამ პროცესს კანონი არეგულირებს.

მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა მამა გიორგი მამალაძე არ შეიწყალა, მეუფე პეტრემ საპატრიარქოს მსჯავრდებულის გასათავისუფლებლად ალტერნატიული გზა შესთავაზა. ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს ურჩია, პატიმრობის გადავადების თხოვნით იუსტიციის მინისტრისთვის მიემართათ. 

მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს ისაუბრა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა - ანდრია გვაზავა არ გამორიცხავს, რომ მეტი სიცხადისთვის დეკანოზი თავადაც მოინახულოს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში განაჩენის აღსრულება გადაუვადდა 10 მსჯავრდებულს. განაჩენის გადავადება მოსამართლის გადაწყვეტილებით ხდება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

გადავადების მიზეზი არის პატიმრის მძიმე ავადმყოფობა, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას ან მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტში ფეხმძიმედ უნდა იყოს.

დღის ამბები