30 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
Human Rights Watch-ის 2019 წლის ანგარიში და საქართველოსთვის დათმობილი 5 გვერდი

"ჰიუმან რაითს ვოჩის" 2019 წლის ანგარიშში საქართველოს 5 გვერდი ეთმობა. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საერთაშორისო ორგანიზაცია 20 ივნისის აქციის დაშლისას ძალის გადამეტებას ასახელებს და ამ მოვლენების შემდგომ გამოძიებას აკრიტიკებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის დაუსჯელობა საქართველოში პრობლემად რჩება.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის დასკვნაში დასახელებული პრობლემები მოულოდნელი არ ყოფილა მესამე სექტორისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ამ საკითხებზე გასული წლის განმავლობაში თავადაც ბევრს საუბრობდნენ.

მედიის თავისუფლების ნაწილში ანგარიშში საუბარია "ტვ პირველის"დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის საქმესა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე. დოკუმენტში მოხვდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ "რუსთავი 2-ის" საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებაც.

მმართველი გუნდი არ ეთანხმება არც ოპოზიციას და არც საერთაშორისო ორგანიზაციას. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ რომ "ჰიუმან რაითს ვოჩმა" დასკვნაზე მუშაობისას ტენდენციური არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებითა და ოპოზიციის შეფასებებით იხელმძღვანელა.

დოკუმენტში ასახულ ექვს საკითხს შორისაა სექსუალური უმცირესობების უფლებები, ამ კონტექტსში ორგანიზაცია კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს, როცა ლევან აკინის გეითემატიკაზე გადაღებული ფილმის პრემიერა აქციებისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა.

დღის ამბები