30 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
სახალხო დამცველის განცხადებას მოძრაობა "ლელოს" წევრები გამოეხმაურნენ

სახალხო დამცველის მოსაზრებებზე ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაკეთეს მოძრაობა "ლელოს" ლიდერებმა.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამბის მთავარი შემოქმედი ბიძინა ივანიშვილია, მისი თქმით ბრალდებები უსაფუძვლოა და განხილვას არ ექვემდებარება.

"ეს არის ყოვლად უსაფუძვლო მოგონილი ბრალდება და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეთხზული ამბავია და ამის შემოქმედი არის ბიძინა ივანიშვილი," -განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ არსებობს დასკვნები, რომელიც ამტკიცებს, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ქონია.

"ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი წყაროს კვალიფიციური დასკვნა გვაქვს, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და პროკურატურა ტყუილად ცდილობს ამის დამტკიცებას. სახელმწიფო უნდა მიხვდეს, რომ საქმის წარმოება შეწყდეს და ეს სპექტაკლი არ გაგრძელდეს,"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მხარეებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გააცნო.

ამავე თემაზე
დღის ამბები