საქართველოს პრეზიდენტი ლანჩხუთში გურიის საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა. სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და აღსაზრდელებს შეხვდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქართული სპორტის განვითარებას.
"ქალთა ნაკრებს არ აქვს არანაირი დაფინანსება ფედერაციიდან. ეს არის დისკრიმინაცია და ვაპირებ, როგორც კი ჩავალ თბილისში, შევხვდე ფედერაციას და გავიგო, რატომ არის ასეთი მდგომარეობა საქართველოში,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.