30 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
რუსეთის მთავრობა გადადგა
მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ საკრებულოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინადადებთ მიმართა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სრული შემადგენლობით გადადგება. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 
 
პრემიერის თქმით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობა პრეზიდენტ პუტინს საშუალებას აძლევს დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების გატაროს.
 
ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლების წევრებს მადლობა გადაუხადა ერთობლივი მუშაობისთვის, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ "ყველაფერი არ გამოუვიდათ". 
 
რუსეთის ლიდერმა, ასევე, განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეხვდება, მანამდე კი მათ სთხოვა, უფლებამოსილება ჩვეულებრივ შეასრულონ.
 
პუტინი პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრემიერ მინისტრს ქვეყნის პარლამენტი და არა პრეზიდენტი აირჩევს. ასევე, პუტინის მოთხოვნაა, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის სავალდებულო გახდეს 10 წლის ნაცვლად რუსეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში ცხოვრება. მას უნდა აეკრძალოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის, ან ბინადრობის უფლება არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში, არამედ მანამდეც.
 
ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი მედვედევს უკვე შესთავაზა უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის პოსტი.
ამავე თემაზე
დღის ამბები