30 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას 80 ახალი მანქანა ეყოლება

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას 80 ახალი მანქანა ეყოლება. ევროსტანდარტების ავტომობილების გადაცემის ცერემონია თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

"მთავარი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ის, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის, ყველანაირი პრობლემების გარეშე. ეს ავტომობილები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და საჭიროების შემთხვევასი არის მაქსიმალური მზადყოფნა და მოვემსახურებით ჩვენ ქალაქს," - განახცადა თბილისის მერმა კახი კალაძემ. 

"დღეიდან ჩვენ გადმოგვეცა სასწრაფო სამედიცინო სამსახური სრულ მართვაში, რაც იქნება მეტად უფრო სისტემური და პროფილური, შევეცდებით და პირობას ვდებთ, რომ ვიქნებით უფრო ეფექტურები ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის ზრუნვაში," - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, თბილისის მერი კახი კალაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრნენ.

დღის ამბები