30 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
რამე არ გამოგეპაროთ - კახი კალაძემ მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები გააფრთხილა

რამე არ გამოგეპაროთ - კახი კალაძემ დღეს მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები გააფრთხილა. თბილისის მერი დედაქალაქის მთავრობას კორუფციის რისკების პრევენციისკენ მოუწოდებს. კახა კალაძემ, განცადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ გადაცდომების შემთხვევაში მერია პრინციპულ და მკაცრ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

"მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციაზე, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით, პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით, არავის არ დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები," - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები