არეულობა ლიბანში - ბეირუთის ქუჩებში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ცენტრალური ბანკის შენობას ქვები დაუშინეს და ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ლიბანში საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დემონსტრანტები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზის აპროტესტებენ.