სროლას შეერთებულ შტატებში მოსწავლე ემსხვერპლა. ინციდენტი ტეხასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. გულმკერდის არეში დაჭრილი მოსწავლის გადარჩენა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ვერ შეძლო. ის ადგილზე გარდაიცვალა.
სროლის მოტივი უცნობია, პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.