30 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ყაჩაღობა ოზურგეთის ცენტრში - შეიარაღებული პირი სუპერმარკეტ "მოდერნში" შეიჭრა

ყაჩაღობა ოზურგეთის ცენტრში - შეიარაღებული პირი ერთ-ერთ სუპერმარკეტში, "მოდერნში"  შეიჭრა.

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულმა უცნობმა პირმა მოლარეზე განხორციელებული მუქარის შედეგად ნავაჭრი თანხა წაიღო. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 1500 ლარამდე თანხა.

მძარცველს ნიღაბი და ხელთათმანები ეკეთა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

  

დღის ამბები