პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა, რომელიც ამჟამად "ლელოს" აქტივისტი, 2019 წელს კი - ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.
რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამჟამად ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.