30 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ბაკურიანში ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

"კურიერის" ინფორმაციით, ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პარლამენტის წევრი, ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა. ერთ-ერთმა პირმა მას მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. 

არსებული ინფორმაციით, პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. 

დღის ამბები