30 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
"ეს არის გეტო, სადაც ეთნიკური ქართველები მოკლებულნი არიან ყველანაირ ჰუმანიტარულ პირობებს" - გოცირიძე ახალგორზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ახალგორში შექმნილი სიტუაცია საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოს უნდა აცნობოს. 

"რეალურად, ხდება ადამიანების დატყვევება, ეს არის უკვე გეტო, რეზერვაცია, სადაც ეთნიკური ქართველები, უუფლებო ადამიანები, მოკლებული არიან ელემენტარულ ჰუმანიტარულ პირობებს. ასეთ ვითარებაში, როდესაც უამრავი მსხვერპლი მოყვა ამას, თუნდაც იგივე ჯანდაცვის სისტემასთან ხელმისაწვდომობის არქონის გამო, საქართველოს ხელისუფლება მსოფლიოს უნდა აცნობდეს და საგანგაშო მდგომარეობაში უნდა იყოს,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობა გზის გახსნის სანაცვლოდ ჩორჩანის ტყეში განთავსებული პოლიციური საგუშაგოს აღებას მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პოლიციური საგუშაგო ოკუპირებულ სოფელ წნელისს საფრთხეს არ უქმნის, და მის დემონტაჟს არ აპირებს. 

დღის ამბები