ილია ჯიშკარიანის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. დღეს ის გამომძიებელი დაკითხეს, რომელმაც თამთა თოდაძე შემთხვევის დღეს გამოკითხა.
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს თანამშრომლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ძალადობას ედავებიან, მას ბრალი სექტემბერში წარედგინა.
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მას აეკრძალა იმ თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.