ბათუმში ე.წ რივიერას ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები კომპანია "სილქ როუდ გრუპისგან" იმ სამუშაოების შესახებ ითხოვენ განმარტებას, რომელიც შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები 5 ცათამბჯენის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, რომლის აგებაც უკვე დაგეგმილია.
მოქალაქეები თვლიან, რომ ახალი შენობები ბათუმს ისტორიულ იერსახეს არ შეეფერება.