ირანში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. სამართალდამცველებმა დემონსტრაციაზე აქციის 30-მდე მონაწილე დააკავეს. დაკავებულებს ბრალს არაკანონიერ შეკრებებში მონაწილეობის მიღებაში სდებენ.
ირანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინული ლაინერი შემთხვევით ჩამოაგდეს. მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში ძირითადად სტუდენტები მონაწილეობენ.