თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 30 წლის ორსული გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, ქალს გულთან დაკავშირებული პრობლემები ქონდა, რასაც, შესაძლოა, გარდაცვალება გამოეწვია.
გარდაცვლილის ახლობლები ვარაუდს ვირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით არ იზიარებენ და ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან. ახალგაზრდა ქალი 21 კვირის ორსული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. გარდაცვლილს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექპერტიზის გურჯაანის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.