30 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ეს არის სასიცოცხლო არხის გადაკეტვა, მოსახლეობის მძევლად აყვანა - ციხელაშვილი ჩორჩანას ბორდერიზაციაზე

ჩორჩანაში, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო ბორდერიზაციას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ეხმაურება. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებზე, საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურშია.

"ეს არის სასიცოცხლო არხის გადაკეტვა, მოსახლების მძევლად აყვანა, სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი. ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით ვცდილობთ, რომ მოხდეს ძალისხმევის მობილიზება და შესაბამისად ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ გადაადგილება გაიხსნა, პირველ რიგში მოსახლეობის ინტერესებიდან გამოდინარე,"- აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი. 

შეგახსენებთ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა დღეს უკანონო ინსტალაციები აღმართეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები