ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაში ასფალტი ჩაინგრა და ფეხით მოსიარულეებთან ერთად მგზავრებით სავსე ავტობუსი ჩაიტანა.
სატრანსპორტო საშუალების ჩავარდნამ აფეთქება გამოწვია, რის შედეგადაც დაიღუპა 6 მგზავრი.
10 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 16 მგზავრი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს