30 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით, რამდენიმე პირი დააკავეს.

ამის შესახებ განცხადება ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა გოლამჰოსეინ ისმაილმა გააკეთა, თუმცა მას დაკავებული ადამიანების რაოდენობასა და ვინაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარ ავიაკატასტროფას უპატიებელი შეცდომა უწოდა. ირანში რამდენიმე დღის წინ აღიარეს, რომ უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს.

"ბოინგ 737" თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები