30 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ბასიანის საქმეზე დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

ბასიანის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს სასამართლომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

კლუბ "ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი ახლახან დასრულდა.

39 წლის ბიძინა ჩაჩხიანი, რომელიც ღამის კლუბიდან გააძევეს, კლუბში იარაღით დაბრუნდა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან, უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში საქმის კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ, შესაძლო სასჯელის ვადა შემცირდა.

 

დღის ამბები