30 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
შუახევში 8 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარი შუახევში - სოფელ ბრილში 8 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ოჯახი შუახევის მერიამ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

შუახევის მერიის ინფორმაციით, ოჯახის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის და მათ სახელმწიფო ფულად დახმარებას გაუწევს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დღის ამბები