30 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
შეერთებულმა შტატებმა მოლდოველ ოლიგარქს ვლადიმერ პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლდოველ ოლიგარქს ვლადიმერ პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ტვიტერზე ავრცელებს.

​პომპეოს განცხადებით, მილიარდერის კორუფციულმა ქმედებებმა კანონის უზენაესობას ზიანი მიაყენა, ამიტომ ის სანქცირებული პირების სიაში შეიყვანა.

პლახოტნიუკი მოლდოვის "დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი" და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მოქალაქეა.

მის წინააღმდეგ მოლდოვაში საქმეა აღძრული. ოლიგარქი ამჟამად იძებნება.

დღის ამბები