30 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
"მადლობა სააკაშვილს, პრაქტიკულად სამართალდამცველ ორგანოებს აღიარებითი ჩვენება მისცა" - ირაკლი კობახიძე

ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა.

კობახიძის შეფასებით, ყოფილმა პირველმა პირმა პრაქტიკულად აღიარა, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლების დამხობა სურდა.

"მადლობა უნდა გადავუხადოთ მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ, რომ მან საზოგადოებასა და სამართლადამცველ ორგანოებს მისცა აღიარებითი ჩვენება. გაირკვა, რომ როდესაც ნიკანორ მელია აძლევდა ნიშანს საკუთარ აქტივისტებს პარლამენტის შეჭრასთან დაკავშირებით, ეს დავალება მან სწორედ სააკაშვილისგან მიიღო," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეისწავლის. შსს განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გაკეთებული განცხადება, იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა განხორციელდა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  315-ე მუხლისს მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ასევე 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღის ამბები