ფილიპინებზე ვულკანმა ტაალმა ამოფრქვევა დაიწყო. ამოფრქვევის შედეგად დიდი რაოდენობის ფერფლი წარმოიქმნა. გაზრდილია განგაშის დონე.
ვულკანის მიმდებარე დასახლებებიდან ევაკუირებულია რამდენიმე ათასი ადამიანი, ასევე დაგეგმილია 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია.
"ტაალი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა აქტიური ვულკანია, თუმცა მის ყველაზე მასშტაბურ ამოფრქვევას 1911 წელს, ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.