30 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
"მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად"- რაულ ხაჯიმბა

"მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად,"- ეს განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. თანამდებობის დატოვების შემდეგ გააკეთა. 

"ბოლო პერიოდში აფხაზეთში რთული ვითარება იყო, მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად. ბოლო 5 წელიწადში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები. მხარს ვუჭერ იმ მოსაზრებას, რომ არჩევნები და პოლიტიკური პროცესები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს, განსხვავებული გზა აფხაზეთისთვის დამანგრეველი იქნება,"-განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას. განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდება. 

დღის ამბები