ერაყში, სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცებიც არიან განთავსებული, თავდასხმა მოხდა.
ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ავიაბაზაზე "კატიუშას" ტიპის 8 რაკეტა ისროლეს.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ერაყელი სამხედრო. ერაყის მხარე არ ასახელებს, ვინ დგას თავდასხმის უკან.