30 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის პოსტი დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. რაულ ხაჯიმბამ უფლებამოსილების შეჩერების შესახებ დოკუმენტი ე.წ. პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

ხაჯიმბას გადაწყვეტილებამდე სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი იმყოფებოდა. ხაჯიმბას გადადგომის შესახებ განცხადება ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ ოპოზიციის წარმომადგენლებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ წაუკითხა, რის შემდეგაც მომიტინგეებმა ტერიტორია დატოვეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 9 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.

დღის ამბები