ფილიპინებში ვულკანი ტაალი ამოიფრქვა. ვულკანიდან ფერფლი და კვამლი 1 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.
ხელისუფლებამ ვულკანთან მიმდებარე ტერიტორიებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ვულკან ტაალის ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 1911 წელს დაფიქსირდა, რა დროსაც ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.