ლიბიაში დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება რამდენიმე საათში დაარღვიეს და ტრიპოლისთან ახლოს ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.
გენერალ ხალიფა ჰაფთარის მოკავშირე ძალები და გაეროს მიერ აღიარებული მთავრობა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებმა გადაწყვეტილება თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მოწოდების შემდეგ მიიღეს.
2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ, ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. აღმოსავლეთ ნაწილს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, ქვეყნის დედაქალაქში კი, გაეროსა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილი ეროვნული თანხმობის მთავრობაა.