საფრანგეთის ხელისუფლებამ შესაძლოა საპენსიო ასაკის გაზრდაზე დროებით უარი თქვას. განცხადება ქვეყნის პრემიერმა გააკეთა.
გადაწყვეტილებას საფრანგეთში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო გამოსვლები უძღოდა წინ. პარიზში ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმა ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა.
აქციაზე სამართალდამცველები და მომიტინგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საფრანგეთში ფართომასშტაბიანი გაფიცვა და გამოსვლები, უკვე მეორე თვეა, გრძელდება.