30 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოს მიერ დაკისრებულ 3000-ლარიან გირაოს გაასაჩივრებს​

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, 3 იანვარს ის უკანონოდ დააკავეს. ამასთან, ჩხარტიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას 3000-ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, გაასაჩივრებს.

გარდა ამისა, ჩხარტიშვილმა ბრიფინგზე საპატრულო პოლიციის სამხრე კამერიდან ამოღებული მასალები წარადგინა, სადაც მისი დაკავების კადრებია ასახული. ჩხარტიშვილი წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება.

"ახორციელებენ ჩემზე ზეწოლასა და თავდასხმას. ამასთანავე, ერთ-ერთი პოლიციელი, ლაშა ყაველაშვილი საკუთარი მეთაურის დანაშაულს ფარავს. ხელს აფარებს და შემდეგ თიშავს საკუთარ სამხრე კამერას," - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.  

დღის ამბები