30 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
"არავის სჭირდება ავადმყოფობის გამო პატიმარი ციხეში გარდაიცვალოს" - მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ მამალაძეზე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სინოდმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ორ პრეზიდენტს რეკომენდაცია წერილობით გაუგზავნა.

"თქვენ ეს თამაში ხომ არ გგონიათ?!  სინოდმა დაწერა წერილი და რას მეკითხებით, მეორეჯერ დავწეროთ წერილი?! ორჯერ მიმართა საპატრიარქომ პრეზიდენტს. ერთხელ წინა, მეორედ ამჟამინდელ პრეზიდენტს, კიდევ თუ იქნება ახალი პრეზიდენტი იმასაც მივმართავთ. უპრეცენდენტო შემთხვევა იყო. სინოდს ასეთი რამე არასდროს არ გაუკეთებია.  

მე ბევრჯერ მივმართე შესაბამის უწყებებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ზუსტად გავარკვიე, ამ შემთხვევაში როგორ მოქმედებს კანონი. მე ვიცი ნამდვილად, რომ თუ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს გადააბიჯებს, რეაგირებას ხელისუფლება აუცილებლად მოახდენს. არავის არ სჭირდება ავადმყოფობის გამო პატიმარი ციხეში გარდაიცვალოს," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დღის ამბები