30 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ - ილია მეორე

დღეს დავით წინასწარმეტყველის ხსენების დღეა. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ილია მეორემ იქადაგა.

პატრიარქმა ბიბლიური დავითის წინასწარმეტყველებაზე, მის ფსალმუნებზე, სიმშვიდესა და მეორედ მოსვლაზე ისაუბრა.

"ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენს თავზე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმ მეცნიერებისა, კულტურისა, თანამედროვე მიღწევებისა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აი ეს სისწრაფე, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან. მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის," - განაცხადა დღეს პატრიარქმა ქადაგებისას.

დღის ამბები