თურქეთის სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში, მიგრანტების ნავის ჩაძირვას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილთა შორის 8 ბავშვია. ინციდენტი ქალაქ ცეზმისთან ახლოს მოხდა. ნავზე სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები საბერძნეთში გადასვლას ცდილობდნენ.