30 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, ხაჯიმბას გარდა, ვის ექნება სურვილი საკუთარი ძალების მოსინჯვის.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ "საპრეზიდენტო არჩევნების" თარიღს ელოდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ დე ფაქტო ლიდერს არაღიარებულ რესპუბლიკაში 3 თვეში აირჩევენ.

კონკრეტული თარიღი 13 იანვარს გახდება ცნობილი.

დღის ამბები