30 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
გრიპის ვირუსით ინფიცირებული პაციენტებით გადავსებული კლინიკები - მედიკოსები თვითმკურნალობისგან თავის შეკავებას გვირჩევენ

გრიპის ვირუსით ინფიცირებულმა პაციენტებმა თვითმკურნალობისგან თავი უნდა შეიკავონ და სპეციალისტებს მიმართონ - ეს არის ექიმების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, გრიპს გარკევული გართულებები მოჰყვეს, მათ შორის ფილტვების ანთება.

დედაქალაქის კლინიკების უმეტესობა ინფიცირებული პაციენტებით არის გადავსებული. მოქალაქეები გადიან როგორც სტაციონალურ, ისე ამბულატორიულ მკურნალობას. უმეტეს შემთხვევაში B ტიპის ვირუსი ფიქსირდება.

მიმართვიანობა გაზრდილია რეგიონებშიც. ქუთაისში რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა რთულია, მაგრამ სტაბილური. ახალციხის კლინიკებში კი გრიპის ვირუსის გამო კარანტინიც კია გამოცხადებული.

ბათუმსა და ფოთში ბოლო პერიოდთან შედარებით, მიმდინარე დღეებში საავადმყოფოებს შედარებით ნაკლებმა პაციენტმა მიმართა, თუმცა მედიკოსები გრიპის ვირუსის მორიგ აფეთქებას რამდენიმე კვირაში ისევ ელოდებიან.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელები ერთმა პიკმა უკვე გადაიარა. მისი განმეორების რისკის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ინფიცირებულთა სრული მონაცემების გაცნობის შემდეგ გამოაქვეყნებს.

საქართველოში 8 ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია A და B ტიპია. მედიკოსების რეკომენდაცია ისევ რჩება პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები