30 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
თბილისსში ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი გაიხსნა

თბილისში რიგით მეორე ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს, 9 წლის ასაკიდან, შესაძლებლობა ექნება შეისწავლოს ჩინური ენა.

ინსტიტუტი არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი ელი ელისაშვილი აცხადებს, რომ უამრავი სამომავლო გეგმა აქვთ კულტურის და განათლების კუთხით.

"სექტემბრიდან გვაქ მიღება და ვასწავლით ჩინურ ენას სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის. გვყავს საუკეთესო ქართველი და ჩინელი პედაგოგები," - განაცხადა ელი ელისაშვილმა.

დღის ამბები