30 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპის მილოცვა მიიღო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მილოცვა მიიღო, თუმცა ლიდერების პირადი ურთიერთობა მოლაპარაკებების განახლებისთვის საკმარისი არ არის - განცხადება ქვეყნის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.

ფხენიანში იმედს გამოთქვამენ, რომ სამხრეთ კორეა შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობაში ჩარევას შეწყვეტს.

გუშინ დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელს კიმ ჩენ ინისთვის მისი სახელით დაბადების დღის მილოცვა სთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს დაბადების დღე 8 იანვარს ჰქონდა და ის 36 წლის გახდა.

დღის ამბები