30 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ხანძარი ავსტრალიაში - ცეცხლი უკვე 150-ზე მეტ კერას უკიდია

ავსტრალიაში მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო მაშველები ხანძრის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობენ. ცეცხლი უკვე 150-ზე მეტ კერას უკიდია. სტიქიის შედეგად 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა.

სამაშველო ოპერაციაში ამერიკელი მეხანძრეებიც არიან ჩართული. მთავრობა აცხადებს, რომ ევაკუაციის პროცესი უკვე დაგვიანებულია.

მასშტაბური ხანძრების გამო, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 27 ადამიანი. სტიქიამ მილიარდზე მეტი ცხოველი იმსხვერპლა.

ეკოაქტივისტები მასშტაბურ ხანძარს კლიმატურ ცვლილებას უკავშირებენ და მთავრობას მის წინააღმდეგ ბრძოლას მოუწოდებენ.

დღის ამბები