30 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
"ვცდილობთ, რომ ასეთი გადაცდენები არ იყოს, მაგრამ ყველგან ხდება"- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვადაგასულ მედიკამენტებზე

ვადაგასული მედიკამენტების სკანდალი -  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მსგავსი პრეცენდეტები და გადაცდომები მსოფლიო პრაქტიკაშიც შეინიშნება, თუმცა მისი თქმით, ეს არ იყო კარგი შემთხვევა.

"ნებისმიერი მედიკამენტი არის იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს სარგებელი, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და ვცდილობთ, რომ ასეთი გადაცდენები არ იყოს, მაგრამ ეს ყველგან ხდება, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი პრაქტიკა და ამის გამეორებას არც ვაპირებთ," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ C - ჰეპატიტით 16 ათასი ინფიცირებული პაციენტია საქართველოში ვისაც მკურნალობა ესაჭიროება.

"ჩამოიწერა 2000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა. 16 ათასი ადამიანია ინფიცირებული მე ვიცი ამ ადამიანების მისამართები გამომყევით და გაჩვენებთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს უწყების ინფორმაციით, C ჰეპატიტის პროგრამამ წარმატებით ჩაიარა და ამას ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი კი აღნიშნავს, რომ დაინფიცირებული 127 ათასი ადამიანიდან 27 ათასი მკურნალობაზე უარს აცხადებს, რაც კონკრეტულ შედეგამდე მივიდა.

დღის ამბები