30 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
"დიდი სცენა" მეორე საკონცერტო ჩვენებისთვის ემზადება

მუსიკალური პროექტი "დიდი სცენა" მეორე კონცერტის სამზადისშია. 12 იანვარს პროექტის 10-ვე მონაწილე საკუთარ მუსიკალურ ნააზრევს მაყურებლამდე მიიტანს და ჟიურის შეფასებას დაელოდება.

ეს იქნება ქართული ტური, საინტერესო რეპერტუარით და ექსპერიმენტებით გაჯერებული.

ამ კონცერტის შემდეგ კი პროექტს 1 მონაწილე გამოეთიშება.

პროექტის წარმატების და კონკურსანტების ნიჭის აღმოჩენა-განვითარებაში, ჟიურის ყველაზე საპასუხისმგებლო მისია აკისრია. ამ ბეწვის ხიდზე გავლა კი მხოლოდ გამოცდილ და საკუთარი საქმის პროფესიონალებს შეუძლიათ.

პროზაიკოსი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე ყველაზე მეამბოხე მონაწილეებს გულშემატკივრობს.

12 იანვარს, დიდი სცენის მორიგ კონცერტზე პროექტის 10-ვე მონაწილე და მაყურებელი ნატო მეტონიძის შეფასებას ელოდება, როგორც საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსის.

დღის ამბები