დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ევროკავშირიდან გასვლის ხელშეკრულების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ბორის ჯონსონის მიერ ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმება დეპუტატებმა 330 ხმით დაამტკიცეს. კანონპროექტს კენჭს ლორდთა პალატაში მომავალ კვირას უყრიან. ბრიტანეთი ევროპული გაერთიანების დატოვებას 31 იანვარს გეგმავს.