30 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში მდგომარეობა დამძიმდა - პოლიტიკოსები პროცესებს აფასებენ

რუსული გავლენებისა და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში დარჩენილი მოსახლეობა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვეულ რიტმში აგრძელებს ცხოვრებას.

თუმცა, ამბავი იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ქალაქი ხმაურმა მოიცვა, მათთვის კარგადაა ცნობილი.

მოქალაქეები სკეპტიციზმს არ მალავენ და შორს არიან იმ აზრისგან, რომ ე.წ. მთავრობაში მოსვლა ვინმეს ხალხის ინტერესების დასაცავად სურს.

ის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პოლიტიკურ ველზე ვინმე კრემლის დაუკითხავად დაწინაურდება, გამორიცხულად მიაჩნიათ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.

თავმჯდომარე ჯემალ გამახარია რაულ ხაჯიმბასაც და მის ამჟამინდელ ოპონენტებსაც ერთნაირ კრიმინალებად მოიაზრებს.

აფხაზეთის მთავრობა ამავე მიზეზით აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებში ცვლილებებს გამორიცხავს, თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესკალაციის რისკებზე საუბრობს.

ოპოზიცია თუ მმართველი გუნდი - დღეს ყველა ოკუპირებული სოხუმის პროცესებში კრემლის პასუხისმგებლობაზე საუბრობდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარების გართულების შემთხვევაში თბილისში ბერკეტად კვლავ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას ასახელებენ.
 

დღის ამბები