30 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
"არ ვაპირებ ანგარიში ჩაგაბაროთ, სხდომის გარეთ გაკეთებული განცხადებები ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა"- გვარამია

მოსამართლე გიორგი არევაძემ ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელევიზიითა და Facebook-ით გაკეთებული განცხადებების გამო 500 ლარით დააჯარიმა. მან ნიკა გვარამიას სთხოვა აეხსნა, თუ რა საფუძველი ჰქონდა მას მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებისთვის.

"მე არ ვაპირებ, ანგარიში ჩაგაბაროთ, სხდომის გარეთ გაკეთებული განცხადებები ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა,"- უპასუხა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს. 

მოსამართლე დაინტერესდა, ნიკა გვარამიას Facebook პოსტი ემსახურებოდა თუ არა სასამართლოს შეურაცხყოფას, რაზეც ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ: 

"სიტყვები ნაბიჭვრები და ნაძირლები ეხება ყველას, ვინც აყალბებს ჩემს საქმეს და ვინც ცდილობს უკანონო განაჩენი მომისაჯოს."

ამის შემდეგ მოსამართლემ ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა და, ამასთანავე, თვითაცილება გამოაცხადა. 

დღის ამბები