30 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალი 6-კაციანი სია შევიდა

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალი 6-კაციანი სია შევიდა. კანდიდატები პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

მოსამართლეობის კანდიდატები არიან: ილონა თოდუა, გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, გიორგი ტყავაძე, თეა ძიმისტარაშვილი. მათგან პაატა სილაგაძე პარლამენტისთვის წარდგენილ სიაში უკვე მეორედ მოხვდა, რომელსაც პირველ ჯერზე მხარი არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა.

"ვფიქრობ, მოქმედი პარლამენტი მოკლებულია არა კანონის მიერ, არამედ ზოგადად, შესაძლებლობას, რომ კიდევ აირჩიოს დამატებითი მოსამართლეები. ასევე, ვფიქრობ, რომ რესურსი იმისა, რომ ჩვენ დავარწმუნოთ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და საზოგადოებაც, რომ კი ავირჩიეთ ნახევარი და უმეტესწილად გავითვალისწინეთ რეკომენდაციები, მაგრამ ჩვენ კიდევ უნდა შევავსოთ ამ მოწვევის პარლამენტმა უზენაესი სასამართლო მთლიანად, მინიმუმ 28 მოსამართლე იქნას იქ არჩეული, ამის რესურსი არ არსებობს,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

 

 

 

 

დღის ამბები