30 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
30 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპით გარდაიცვალა

30 წლის ქალის სავარაუდოდ გრიპით გარდაცვალების გამო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამედიცინო პერსონალთან პრეტენზია არ აქვთ.

ისინი ჰყვებიან, რომ მარიამ ბაღდაძე შეუძლოდ 6 იანვარს გახდა და 8 იანვარს გამთენიისას მათთვის სრულიად მოულოდნელად კლინიკაში გარდაიცვალა.

მათივე თქმით, ქალს, რომელსაც სამი შვილი დარჩა, სხვა დროს არც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია და არც რაიმე ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.

გარდაცვლილი ქალის მეუღლე კლინიკებს არ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

"წინა დღეს გახდა ცუდად მეორე დღესვე გადავიყვანეთ მაგრამ არაფერი ეშველა არც თბილისის კლინიკასთან მაქ პრეტენზია და არც კასპის, ცუდად იყო უკვე," განაცხადა ზურაბ ქიტუაშვილმა.

დღის ამბები